თავი IV — ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი;
ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემოთავაზებულ დასახელებას;
გ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში – ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად ზოოლოგიურ, კონსტიტუციურ-ექსტერიერულ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას, ხოლო მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში – მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ და ბოტანიკურ ნიშან-თვისებებს;
დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას;
ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, გამოცდის ჩამტარებელ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები;
ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალა გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
2. ცხოველის ან მცენარის ერთ ახალ ჯიშზე შეიტანება ერთი განაცხადი.
3. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ სხვა ენაზე. ამ საგანაცხადო მასალის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა 3 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მისი ქართული თარგმანი.
5. თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
6. ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი საბუთებისა და მასალების შესაბამის ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება წყდება.
საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.10.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.10.2022 კანონი №1860
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17 1. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი; ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემოთავაზებულ დასახელებას; გ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში – ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად ზოოლოგიურ, კონსტიტუციურ-ექსტერიერულ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას, ხოლო მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში – მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ და ბოტანიკურ ნიშან-თვისებებს; დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას; ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, ამგამოცდის კანონისჩამტარებელ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტებულ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები; ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალა გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით. 2. ცხოველის ან მცენარის ერთ ახალ ჯიშზე შეიტანება ერთი განაცხადი. 3. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. 4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ სხვა ენაზე. ამ საგანაცხადო მასალის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა 3 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მისი ქართული თარგმანი. 5. თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი. 6. ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი საბუთებისა და მასალების შესაბამის ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება წყდება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 76, 29/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება