„საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის № 362 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№168/01
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 171, 30/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №168/01

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის №362 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლი მე-4 და მე–5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 დეკემბრის №362 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2008,  №186, მუხ.1950) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 45-ე მუხლის საფუძველზე,“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერაციების შესახებ (ფორმა №1)-ის შევსების ინსტრუქცია (დანართი №4)“.

3. ბრძანებით დამტკიცებული „ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური  ოპერაციების შესახებ” (ფორმა №1)-ის შევსების ინსტრუქციაში“ (დანართი №4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  მე-2  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერაციების შესახებ ბანკის ანგარიშის (შემდგომში – ფორმა № 1) მეშვეობით მოგროვებული  ინფორმაცია წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის საგარეო სექტორის სტატისტიკის შედგენის საფუძველს.

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეხუთე გრაფაში (პარტნიორი) ნეიტრალური ოპერაციების გატარების დროს აღინიშნება საქართველოში მოქმედი ბანკის კოდი, ან იმ უცხოური ბანკის დასახელება, რომელთანაც ხორციელდება ანგარიშსწორება. მილიონ აშშ დოლარის ან მეტი ოდენობის თანხაზე ჩატარებული არანეიტრალური ოპერაციების დროს აღინიშნება ამ ოპერაციის რეზიდენტი მხარის საიდენტიფიკაციო ნომერი. იურიდიულ პირთათვის საიდენტიფიკაციო ნომერი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული ცხრანიშნა ნომერი, ხოლო ფიზიკურ პირთათვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი.“.

გ) მე-3 მუხლის  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. მერვე გრაფაში (შენიშვნა), მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხაზე ჩატარებული ოპერაციებისათვის და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, იწერება ოპერაციის შინაარსის სიტყვიერი აღწერა (ოპერაციათა კოდირების სიზუსტის კონტროლის განხორციელებისათვის, საგადასახდელო ბალანსის სტანდარტული კლასიფიკაციის თანახმად).“.

დ) მე-7-მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კაპიტალის და ფინანსური ოპერაციების ანგარიში:

 

 

კოდები

კოდების გამოყენება

5

კაპიტალის ანგარიში

კრედიტი

(მიღებუ-ლია)

დებეტი

(გაცემუ-ლია)

კრედიტი: კაპიტალურ ტრანსფერებთან დაკავშირებული თანხების შემოდინება;

დებეტი: კაპიტალურ ტრანსფერებთან დაკავშირებული თანხების გადინება.

5.1

კაპიტალური ტრანსფერტები

3433

3434

სახსრების ერთჯერადი ან არარეგულარული უანგარო გადარიცხვა როგორც დონორისათვის, ისე მისი მიმღებისათვის (ბენეფიციარისათვის), რაც უშუალოდ (ერთ-ერთისთვის მაინც) დაკავშირებულია ძირითადი კაპიტალის შეძენასა ან გაყიდვასთან. საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ არარეზიდენტებისათვის მიცემული კაპიტალური ტრანსფერები, ასევე არარეზიდენტების მიერ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის მიცემული  კაპიტალური ტრანსფერები, რომლებიც გამიზნულია ძირითადი კაპიტალის ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფარვისათვის (მაგალითად, მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო პროექტის დაფინანსება); საინვესტიციო სუბსიდიები, მათ შორის: უანგარო ფინანსური დახმარება სამეურნეო სუბიექტებისათვის და გრანტები წარმოების რეკონსტრუქციისა და განვითარებისათვის; გადარიცხვები, რაც უკავშირდება მუდმივ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას.

 

5.2

არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გაყიდვა

3591

3592

სამრეწველო და ინტელექტუალური საკუთრების შეძენა/გაყიდვა, ასევე სხვა ანალოგიური უფლებების: გამოგონების, სამრეწველო ნიმუშების, სავაჭრო ნიშნების, პატენტების, ლიცენზიების, ნოუ–ჰაუს და ა.შ. უცხოური საელჩოების მიერ მიწის ნაკვეთების შეძენა/გაყიდვა.

 

 

ფინანსური ანგარიში

კოდები

კოდების გამოყენება

6

პირდაპირი ინვესტიციები

კრედიტი

დებეტი

 

კრედიტი –  პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების შემოდინება.

დებეტი – პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების გადინება

 

6.1

პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთ

6.1.1

სააქციო კაპიტალი

 

6.1.1.1

სააქციო კაპიტალი

 

4121

4122

რეზიდენტი ინვესტორის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირის საწესდებო ფონდში ფულის ჩარიცხვა მისი საერთო მოცულობის არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობით და საწესდებო ფონდის ნაწილის უკან დაბრუნება;

რეზიდენტის მიერ არარეზიდენტი იურიდიული  პირის აქციების პაკეტის შესყიდვა (გარდა პრივილეგირებული აქციებისა ხმის უფლების გარეშე), რომელიც შეადგენს სააქციო კაპიტალის 10 ან მეტ პროცენტს და აქციების ასეთი  პაკეტის არარეზიდენტზე მიყიდვა. თუ ვერ ხერხდება სააქციო კაპიტალის წილის დადგენა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ წილი არ აღემატება 10 პროცენტს და ასეთი ოპერაცია მივაკუთნოთ პორტფელის  ინვესტიციას.

 

6.1.1.2

უძრავი ქონების შეძენა

4123

4124

რეზიდენტების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე მიწისა და უძრავი ქონების შეძენა

 

6.1.2

სხვა კაპიტალი პირდაპირი ინვესტიციების სახით

4161

4162

ოპერაციები დაკავშირებული საკრედიტო რესურსებთან, რომლებსაც ადგილი აქვთ პირდაპირ რეზიდენტ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების არარეზიდენტ საწარმოს შორის: ნებისმიერი ვალი, მიღებული პირდაპირი ინვესტორისაგან ან მიცემული პირდაპირი ინვესტორისათვის (ბანკებისათვის მხოლოდ უვადო ვალები), პირდაპირი ინვესტორისაგან მიღებული/გაცემული დაბრუნებადი ფინანსური დახმარება.  

 

6.2

პირდაპირი ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში

 

6.2.1

სააქციო კაპიტალი

 

 

6.2.1.1

სააქციო კაპიტალი

4221

4222

არარეზიდენტი ინვესტორის მიერ თანხის შეტანა რეზიდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში, საერთო თანხის არანაკლებ 10 პროცენტისა და საწესდებო კაპიტალის ნაწილის გამოსყიდვა. არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის აქციების  პაკეტის (გარდა პრივილეგირებული აქციებისა, ხმის უფლების გარეშე) შესყიდვა, რომელიც შეადგენს სააქციო კაპიტალის 10 ან მეტ პროცენტს და ასეთი აქციების პაკეტის  უკან გამოსყიდვა. თუ ვერ ხერხდება სააქციო კაპიტალის წილის დადგენა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ წილი აღემატება 10 პროცენტს და ასეთი ოპერაცია მივაკუთნოთ პირდაპირ ინვესტიციას.

 

6.2.1.2

უძრავი ქონების შეძენა

4223

4224

არარეზიდენტების მიერ საქართველოში მდებარე მიწისა და უძრავი ქონების შეძენა

 

6.2.2

სხვა კაპიტალი პირდაპირი ინვესტიციების სახით

4261

4262

ოპერაციები, დაკავშირებული საკრედიტო რესურსებთან, რომლებსაც ადგილი აქვთ არარეზიდენტ პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების რეზიდენტ საწარმოს შორის: ნებისმიერი ვალი, (ბანკებისათვის მხოლოდ უვადო ვალი) მიღებული პირდაპირი ინვესტორისაგან ან გაცემული პირდაპირ ინვესტორზე; პირდაპირი ინვესტორისაგან მიღებული დაბრუნებადი ფინანსური დახმარება. 

 

7

პორტფელური ინვესტიციები

 

7.1

აქტივები (უცხოური ფასიანი ქაღალდები

ანუ ინვესტირება საზღვარგარეთ)

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: არარეზიდენტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, ან მათი დაფარვა (გარდა სასაქონლო ვექსელის დაფარვისა).

დებეტი: არარეზიდენტების გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა რეზიდენტების მიერ.

 

7.1.1

ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყო-ფენ კაპიტალში მონაწილეობას

5021

5022

არარეზიდენტების მიერ გამოცემული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ კაპიტალში მონაწილეობას (მონაწილეობის წილი 10 პროცენტზე ნაკლები. თუ ვერ ხერხდება წილის განსაზღვრა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ის არ ღემატება 10 პროცენტს): სხვადასხვა ტიპის აქციები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მესაკუთრის-თვის წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღების უფლებას და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის); საპაიო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ საპაიო მონაწილეობას საწესდებო ფონდში.

 

7.1.2

სავალო ფასიანი ქაღალდები

 

 

შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება ფასიანი ქაღალდის ვადიანობის დადგენა, მაშინ ის მიაკუთვნეთ მოკლევადიანს.

 

7.1.2.1

გრძელვადიანი და უვადო სავალო  ფასიანი ქაღალდები

 

5031

5032

პრივილეგირებული აქციები, ობლიგაციები, რომლებიც მესაკუთრისათვის უზრუნველყოფენ უფლებას წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღებისა და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის; გრძელვადიანი საშემნახველო (სადეპოზიტო) სერტიფიკატები; კრედიტში მონაწილეობის მიმოქცევადი სერტიფიკატები; სხვა გრძელვადიანი და უვადო სავალო  ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ არარეზიდენტების სავალო ვალდებულებებს რეზიდენტების მიმართ.

 

7.1.2.2

ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები

5041

5042

სახაზინო ვექსელების; მოკლევადიანი საანაბრო (სადეპოზიტო) სერტიფიკატები; საბანკო აქცეპტი.

 

7.2

პასივები (საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები)

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: არარეზიდენტების მიერ საქართველოში გამოცემული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა.

დებეტი: არარეზიდენტების მიერ საქართველოში გამოცემული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, ან მათი დაფარვა (გარდა სასაქონლო ვექსელის დაფარვისა).

 

7.2.1

ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყო-ფენ კაპიტალში მონაწილეობას

5051

5052

რეზიდენტების მიერ გამოცემული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ კაპიტალში მონაწილეობას (მონაწილეობის წილი 10 პროცენტზე ნაკლები): სხვადასხვა ტიპის აქციები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მესაკუთრისათვის უფლებას წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღებისა და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის); საპაიო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც  საწესდებო ფონდში საპაიო მონაწილეობას ადასტურებენ.

 

7.2.2

სავალო  ფასიანი ქაღალდები

 

 

შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება ფასიანი ქაღალდის ვადიანობის დადგენა მაშინ ის მიაკუთვნეთ მოკლევადიანს.

 

7.2.2.1

გრძელვადიანი და უვადო სავალო  ფასიანი ქაღალდები

 

5061

5062

ობლიგაციები, პრივილიგირებული აქციები, რომლებიც მესაკუთრისათვის უზრუნველყოფენ უფლებას წინასწარ შეთანხმებული მოგების მიღებისა და ფიქსირებულ თანხას დაფარვის დროისათვის, გრძელვადიანი საშემნახველო (სადეპოზიტო) სერტიფიკატები, მიმოქცევაში მყოფი კრედიტში მონაწილეობის სერტიფიკატი, წარდგენილი საქართველოს რეზიდენტების მიერ არარეზიდენტებისათვის; სხვა გრძელვადიანი და უვადო სავალო  ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ რეზიდენტების სავალო ვალდებულებებს არარეზიდენტების მიმართ.

 

7.2.2.2

ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები

5071

5072

რეზიდენტების მიერ გამოშვებული სახაზინო ვექსელები, მოკლევადიანი შემნახველი (დეპოზიტური) სერტიფიკატები; საბანკო აქცეპტი.

 

8

სხვა ინვესტიციები

8.1

სხვა ინვესტიციები – აქტივები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: რეზიდენტების მიერ ადრე გაცემული საკრედიტო სახსრების დაბრუნება.

დებეტი: საკრედიტო სახსრების გაცემა არარეზიდენტებისათვის.

 

8.1.1

კრედიტები და  სესხები

 

 

8.1.1.1

გრძელვადიანი

6161

6162

კრედიტები და სესხები, რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა შეადგენს 1 წელზე მეტს.

8.1.1.2

მოკლევადიანი

6271

6272

მოკლევადიანი კრედიტები და სესხები, გაცემული რეზიდენტების მიერ არარეზიდენტებზე: არარეზიდენტებისათვის მიცემული  სახსრები რეპო ოპერაციების მიხედვით, სხვა მოკლევადიანი კრედიტები (რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა 1 წელი ან წელზე ნაკლებია).

8.1.2

დეპოზიტები

 

 

 

8.1.2.1

დეპოზიტები

6363

6364

ყველა სახის დეპოზიტი (ვადიანი, მოთხოვნამდე და სხვა აკრედიტივების გარდა), რომლებიც რეზიდენტების მიერ განთავსებულია არარეზიდენტ ბანკებში.

 

8.1.2.3

აკრედიტივები

6281

6282

აკრედიტივები განთავსებული რეზიდენტების მიერ არარეზიდენტ ბანკებში

 

8.1.3

დანარჩენი აქტივები

6543

6544

სხვა ოპერაციები, რომლებიც არ შესულან 8.1.1 და 8.1.2 პუნქტებში, მაგალითად, საქართველოდან არარეზიდენტისათვის სახსრების გადარიცხვა, გარანტიის ხელშეკრულებით ან თავდებობით, რომლის მიხედვითაც რეზიდენტი გვევლინება გარანტად ან თავდებად ნებისმიერი საგადამხდელო ვალდებულების შესრულებაზე ერთი არარეზიდენტის მიერ მეორე არარეზიდენტისათვის, სახსრების დარეზერვებისათვის სპეციალური ანგარიშიდან გადარიცხვის დროს, ხელმოწერა საერთაშორისო ორგანიზაციის კაპიტალზე, რომელიც არ გვევლინება ფულად–საკრედიტო დაწესებულებად.

 

8.2

სხვა ინვესტიციები – პასივები

კრედიტი

დებეტი

კრედიტი: სახსრების მოზიდვა არარეზიდენტებისგან

დებეტი: სახსრების დაბრუნება არარეზიდენტებისათვის

 

8.2.1

კრედიტები და სესხები

 

8.2.1.1

გრძელვადიანი

6641

6642

კრედიტები და სესხები, რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა შეადგენს 1 წელზე მეტს.

8.2.1.2

მოკლევადიანი

6751

6752

მოკლევადიანი კრედიტები და სესხები (რომელთა დაფარვის თავდაპირველი ვადა შეადგენს 1 წელს ან ნაკლებს), მიღებული არარეზიდენტებისაგან: სახსრები რეპო–ოპერაციებიდან, სხვა  მოკლევადიანი კრედიტები.

 

8.2.2

დეპოზიტები

 

 

 

8.2.2.1

დეპოზიტები

6841

6842

არარეზიდენტებისაგან მიღებული ყველა სახის დეპოზიტი, აკრედიტივების გარდა.

 

8.2.2.2

აკრედიტივები

6761

6762

რეზიდენტ ბანკებში აკრედიტივების გახსნა არარეზიდენტების მიერ

 

8.2.3

დანარჩენი  პასივები

6941

6942

სხვა ოპერაციები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან „სხვა ინვესტიციები – პასივები” მუხლის 8.2.1 და 8.2.2 პუნქტებს: საქართველოში სახსრების მიღება არარეზიდენტის მიერ გარანტიის ან თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საგარანტიო ვალდებულების შესრულებისათვის რომლის დროსაც არარეზიდენტი გვევლინება გარანტად ან თავდებად ნებისმიერი საგადამხდელო ვალდებულების შესრულებაზე ორ რეზიდენტს შორის.

 

ე) მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალური კოდები:

 

 9.1

ნეიტრალური ოპერაციები

კრედიტი

დებეტი

ოპერაციები განხორციელებული რეზიდენტებს შორის ან არარეზიდენტებს შორის.

კრედიტი –  თანხების შემოდინება

დებეტი  –  თანხების გადინება

9.1.1

სახსრების მოძრაობა რეზიდენტი ბანკების არარეზიდენტ ბანკებში განთავსებულ ნოსტო ანგარიშებს შორის

 

8441

8442

საქართველოს ორ ბანკს შორის განხორციელებული ოპერაციები, უცხოური ბანკის გავლით,  სახსრების მოძრაობა რეზიდენტი ბანკების ერთი ნოსტრო ანგარიშიდან მეორე ნოსტრო ანგარიშზე. ამ კოდის გამოყენებისას საჭიროა გრაფაში „პარტნიორი“ ჩაიწეროს ქართული ბანკის 11-ნიშნა სვიფტ კოდი და გრაფაში „შენიშვნა“ იმ უცხოური  ბანკის დასახელება ან სვიფტ კოდი, რომლის გავლითაც  უნდა გადაირიცხოს სახსრები. (შესაბამისად, ეს კოდები გამოიყენება მხოლოდ ნოსტრო ანგარიშებისათვის.) (ნოსტრო – ნოსტრო)

 

9.1.2

სახსრების მოძრაობა რეზიდენტ ბანკებში არსებულ არარეზიდენტი ბანკების ლორო ანგარიშებს შორის

8443

8444

საქართველოს რეზიდენტ ბანკში არსებული არარეზიდენტი ბანკის საკორეს–პონდენტო ანგარიშიდან სახსრების გადარიცხვა  ისევ საქართველოს რომელიმე რეზიდენტ ბანკში არსებულ არარეზიდენტი ბანკის სხვა საკორესპონდენტო ანგარიშზე (სახსრების მოძრაობა რეზიდენტი ბანკების ერთი ლორო ანგარიშიდან მეორე ლორო ანგარიშზე). ამ კოდის გამოყენებისას საჭიროა გრაფაში „პარტნიორი“ ჩაიწეროს ქართული ბანკის 11-ნიშნა სვიფტ კოდი, რომლის ანგარიშზეც უნდა ჩაირიცხოს ან რომლის ანგარიშიდანაც უნდა გადაირიცხოს სახსრები და გრაფაში „შენიშვნა“ საკორესპონდენტო ანგარიშის ნომერი და ოპერაციის შინაარსი. (შესაბამისად, ეს კოდები გამოიყენება მხოლოდ ლორო ანგარიშებისათვის.) (ლორო– ლორო)

 

9.1.3

სახსრების მოძრაობა რეზიდენტ ბანკებში არსებულ არარეზიდენტე-ბის მიმდინარე ანგარიშებს შორის

 

8445

8446

საქართველოს რეზიდენტ ბანკში არსებული არარეზიდენტის მიმდინარე ანგარიშიდან სახსრების გადარიცხვა ისევ საქართველოს რომელიმე რეზიდენტ ბანკში არსებულ არარეზიდენტის სხვა მიმდინარე ანგარიშზე  (საქართველოს საბანკო სისტემის შიგნით ორ არარეზიდენტს შორის განხორციელებული ოპერაცია). ამ კოდის გამოყენებისას საჭიროა გრაფაში „პარტნიორი“ ჩაიწეროს ქართული ბანკის 11-ნიშნა სვიფტ კოდი, რომლის ანგარიშზეც უნდა ჩაირიცხოს ან რომლის ანგარიშიდანაც უნდა გადაირიცხოს სახსრები და გრაფაში „შენიშვნა“ საკორესპონდენტო ანგარიშის ნომერი და ოპერაციის შინაარსი. (შესაბამისად, ეს კოდები გამოიყენება მხოლოდ არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებისათვის) (მიმდინარე – მიმდინარე)

 

9.1.4

არარეზიდენტი ბანკების მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშების შევსება/გამოკლება

 

8447

8448

არარეზიდენტი ბანკის მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებული საკორესპონდენ-ტო ანგარიშების შევსება საქართველოს საბანკო სისტემის გარეთ არსებული საკორესპონდენტო ანგარიშიდან ან პირიქით, არარეზიდენტი ბანკის მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა საქართველოს საბანკო სისტემის გარეთ არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე. თითოეულ ასეთ ოპერაციაზე რესპონდენტი ბანკი ITRS-ში აკეთებს ორ ჩანაწერს - ერთი შეეხება ლორო ანგარიშს, ხოლო მეორე ნოსტროს. ორივე ჩანაწერში „პარტნიორი“ იწერება საკუთარი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ იმ უცხოური ბანკის დასახელება ან სვიფტ კოდი, რომლის დავალებითაც განხორციელდა ეს ოპერაცია.  (ნოსტრო – ლორო)

 

9.1.5

არარეზიდენტების მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებულ საკუთარ მიმდინარე ანგარიშებზე სახსრების ჩარიცხვა/ გადარიცხვა

8449

8450

არარეზიდენტის მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებულ მიმდინარე ანგარიშებზე უნაღდო სახსრების ჩარიცხვა/გადარიცხვა საქართველოს საბანკო სისტემის გარეთ არსებული საკორესპონდენტო ანგარიშიდან. თითოეულ ასეთ ოპერაციაზე რესპონდენტი ბანკი ITRS-ში აკეთებს ორ ჩანაწერს: ერთი შეეხება მიმდინარე ანგარიშს, ხოლო მეორე ნოსტროს. ორივე ჩანაწერში „პარტნიორი“ იწერება საკუთარი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ იმ უცხოური ბანკის დასახელება ან სვიფტ კოდი, რომლისგან ან რომელშიც გადაირიცხა თანხები. (მიმდინარე – ნოსტრო)

 

9.1.6

არარეზიდენტების მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებულ საკუთარ მიმდინარე ანგარიშებზე სახსრების ჩარიცხვა/ გადარიცხვა

8451

8452

არარეზიდენტის მიერ საქართველოში მდებარე ბანკში არსებულ მიმდინარე ანგარიშებზე უნაღდო სახსრების ჩარიცხვა/გადარიცხვა საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული არარეზიდენტი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან. თითოეულ ასეთ ოპერაციაზე რესპონდენტი ბანკი ITRS-ში აკეთებს ორ ჩანაწერს - ერთი შეეხება მიმდინარე ანგარიშს, ხოლო მეორე ლორო ანგარიშს. ორივე ჩანაწერში პარტნიორში იწერება საკუთარი ბანკის კოდი, ხოლო შენიშვნაში იმ უცხოური ბანკის დასახელება ან სვიფტ კოდი რომლის ანგარიშიდან გადაირიცხა  ან გადმოირიცხა თანხები. (მიმდინარე – ლორო)

 

9.2.

ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები

კრედიტი

დებეტი

ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები  განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის.

კრედიტი –  თანხების შემოდინება

დებეტი  –  თანხების გადინება

 

9.2.1

უნაღდო ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის

9.2.1.1

 

 

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ეროვნული ვალუტით

8453

8454

უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ეროვნული ვალუტით განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტს შორის. ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი” უნდა მიეთითოს იმ ბანკის კოდი, სადაც რესპონდენტი ბანკი ახდენს თანხის გადარიცხვას, ხოლო „შენიშვნაში” გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით).

ანალოგიური ოპერაციები რეზიდენტებს შორის ავსახოთ ნეიტრალური ოპერაციების კოდებით 8441/8442, ხოლო არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

9.2.1.2

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა

8455

8456

ერთი უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა სხვა უცხოური ვალუტით (კონვერტაცია) განხორციელებული რეზიდენტებსა  და არარეზიდენტებს შორის. ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს იმ ბანკის კოდი, სადაც რესპონდენტი ბანკი ახდენს თანხის გადარიცხვას, ხოლო „შენიშვნაში“ გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით).

ანალოგიური ოპერაციები რეზიდენტებს შორის ავსახოთ ნეიტრალური კოდებით 8441/8442, ხოლო არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

9.2.2.

ნაღდი ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის

9.2.2.1

 

 

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ნაღდი უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა უნაღდო ეროვნული ვალუტით

8457

8458

რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის ნაღდი უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა უნაღდო ეროვნული ვალუტით. ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ რაიმეს მითითება საჭირო არ არის, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ მიუთითეთ გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით).

ანალოგიური ოპერაციები არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

9.2.2.2

 

 

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ნაღდი ეროვნული ვალუტით

8459

8460

უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ნაღდი ეროვნული ვალუტით განხორციელებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტს შორის. ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი” უნდა მიეთითოს იმ ბანკის კოდი, სადაც რესპონდენტი ბანკი ახდენს თანხის გადარიცხვას, ხოლო „შენიშვნაში” გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით)

ანალოგიური ოპერაციები რეზიდენტებს შორის ავსახოთ ნეიტრალური ოპერაციების კოდებით 8441/8442, ხოლო არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

9.2.2.3

 

 

 

რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ნაღდი უცხოური ვალუტით

8461

8462

ერთი უნაღდო უცხოური ვალუტის ყიდვა/ გაყიდვა სხვა ნაღდი უცხოური ვალუტით  განხორციელებული რეზიდენტებსა  და არარეზიდენტებს შორის ამ ოპერაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს გარიგების მონაწილე მეორე ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ გარიგების სახე (კონვერტირებული ვალუტების და მათი ოდენობის მითითებით, ან ანგარიშზე შეტანილი ვალუტის დასახელება და რაოდენობა).

ანალოგიური ოპერაციები რეზიდენტებს შორის ავსახოთ ნეიტრალური კოდებით 8441/8442, ხოლო არარეზიდენტებს შორის (თუკი ასეთი შემთხვევა იქნება) კოდებით 8443/8444 ან 8445/8446, ამ კოდების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

9.3

ანგარიშზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა  (საკორესპონდენტო ანგარიშის გამაგრება ნაღდი ვალუტით)

 

9.3.1

ნოსტრო ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა

8463

8464

რეზიდენტი ბანკების მიერ არარეზიდენტ ბანკებში განთავსებულ ნოსტრო ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა  (საკორესპონდენტო ანგარიშის გამაგრება ნაღდი ვალუტით) ამ ოპრაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს თქვენი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ ნაღდი ვალუტის დასახელება და რაოდენობა.

 

9.3.2

ლორო ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა

8465

8466

არარეზიდენტი ბანკების მიერ რეზიდენტ ბანკებში განთავსებულ ლორო ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა. ამ ოპრაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს თქვენი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ ნაღდი ვალუტის დასახელება და რაოდენობა.

9.3.2

მიმდინარე ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა

8467

8468

არარეზიდენტების მიერ რეზიდენტ ბანკებში განთავსებულ მიმდინარე ანგარიშებზე ნაღდი ვალუტის შეტანა/გამოტანა. ამ ოპრაციებისათვის გრაფაში „პარტნიორი“ უნდა მიეთითოს თქვენი ბანკის კოდი, ხოლო „შენიშვნაში“ ნაღდი ვალუტის დასახელება და რაოდენობა.

9.4

ოპერაციები იურიდიულ პირთავის 10 000 აშშ დოლარის და ფიზიკურ პირთათვის 5 000 აშშ დოლარის ზღვრული ოდენობის ქვევით

8021

8022

ამ კოდის გამოყენების დროს არ არის სავალდებულო მიუთითოთ ქვეყნის კოდი

9.5

ოპერაციები რომელთა შინაარსი დროებით გაურკვეველია

8051

8052

ეს კოდები გამოიყენება, როდესაც ოპერაციის შინაარსის დადგენა დროებით ვერ მოხერხდა. ისინი საშუალებას გვაძლევენ დავხუროთ ოპერაციული დღე. მოგვიანებით, ეს ოპერაციები უნდა გაიშიფროს და სებ–ში გამოსაგზავნ ინფორმაციაში დაისვას შესაბამისი კოდები.

 

10

ანგარიშებზე სახსრების ნაშთები

 

10.1

ნაშთი პერიოდის დასაწყისში:

 

 

10.1.1

ნოსტრო ანგარიში

 

9111

ნაშთი ნოსტრო ანგარიშზე პერიოდის დასაწყისში

 

10.1.2

ლორო ანგარიში

 

9221

ნაშთი ლორო და მიმდინარე ანგარიშზე პერიოდის დასაწყისში

 

10.2

ნაშთი პერიოდის ბოლოს:

 

10.2.1

ნოსტრო ანგარიში

 

9112

ნაშთი ნოსტრო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს 

 

10.2.2

ლორო ანგარიში

 

9222

ნაშთი ლორო და მიმდინარე ანგარიშზე პერიოდის ბოლოს

 

 

მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად წარმოებისა და გავრცელების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

                                                                                       გ. ქადაგიძე