განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ასიგნებების მოცულობა 420170 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 319970 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს;
ლარი
ორგანიზაციული
კოდი
დასახელება
2009 წლის
ფაქტი
2010 წლის
გეგმა
2011 წლის
გეგმა
მ.შ. კრედიტები და გრანტები
11 00
დევნილთა საქმეების დეპარტამენტი
491775
384740
420170
ეკ. კლ.
მომუშავეთა რიცხოვნობა
ხარჯები
486580
383740
401670
შრომის ანაზღაურება
287385
300840
319970
საქონელი და მომსახურება
141895
82900
81700
სუბსიდიები
სოციალური უზრუნველყოფა
57300
სხვა ხარჯები
არაფინანსური აქტივები
5195
1000
18500
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საქმიანობის 2011 წლის პრიორიტეტები
· დევნილთა უფლებების უზრუნველსაყოფად სტანდარტული პროცედურებისა და დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება კოლექტიური ცენტრებიდან განსახლების ან ალტერნატიული ფართის შეთავაზების პროცესში;
· დევნილი მოსახლეობისათვის „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ გაცნობა ეტაპების მიხედვით;
· დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გასვლა და დევნილი მოსახლეობისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის გაცნობა, დევნილთათვის იურიდიული მომსახურების გაწევა და კონსულტაციები;
· აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა;
· საცხოვრებელი ფართობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა;
· დევნილთა სოციალური კატეგორიის შესწავლა, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მათი ინტეგრაცია სოციალური დახმარების სახელმწიფო სისტემაში;
· დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობით;
· დევნილი ოჯახების შემოსავლის ოდენობის შესწავლა (დევნილებთან შეთანხმებით), უმუშევარ დევნილთა რაოდენობის დადგენა და სპეციალობის მიხედვით მათი კლასიფიცირება;
· სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დევნილთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების, მათი ეკონომიკური ინტეგრაციის გააქტიურებისა და დასაქმების ხელშეწყობა. დევნილი ახალგაზრდობის ჩართვა გაცვლით პროგრამებში;
· კოლექტიურ ცენტრებზე საინფორმაციო ბანკის შექმნა კატეგორიების მიხედვით, მონაცემები მათი შემდგომში დაკანონებისა და დახურვის შესახებ;
· საქმიანი ურთიერთობების დამყარება სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აფხაზეთიდან დევნილების ჰუმანიტარული თუ სხვა სახის დახმარების მიზნით.
აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.
აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ.
აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ