"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 060111, 06/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №5

2011 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის             11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკაფები დამაგრებული აქვთ 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 11 აგვისტომდე, უფლებამოსილი არიან განაგრძონ ტყეკაფების ათვისება ტყეკაფის დამაგრებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ.გილაური