„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 200111, 20/01/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2011 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 41 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

ვ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

ზ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი და პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება;

ლ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება;

მ) ამ პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში, ღია კონკურსის საფუძველზე, პროექტების დაფინანსება და პროექტების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური