(b) ამ მუხლის (a) პარაგრაფით განმარტებული სიიდან, შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეამ უნდა აარჩიოს თერთმეტი პიროვნება, რომელიც შევა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში, საიდანაც იქნება არჩეული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც შეუძლია აარჩიოს თითოეული ზემოთ ნახსენები წევრის თანაშემწე. საარბიტრაჟო სასამართლოს წევრებმა და მათმა თანაშემწეებმა უნდა იმუშაონ ამ მუხლის (a) პარაგრაფში განმარტებული პერიოდის განმავლობაში. თუ ასეთი წევრი ვერ შეძლებს ნაფიც მსაჯულის ფუნქციების შესრულებას, მისმა თანაშემწემ უნდა შეცვალოს იგი.
(c) ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის არჩევის შემდეგ, რაც შეიძლება უფრო სწრაფად აღმასრულებელმა ორგანომ უნდა შეკრიბოს ნაფიც მსაჯულთა მთელი შემადგენლობა, თავმჯდომარის დანიშვნის მიზნით. ნაფიც მსაჯულთა კრების კვორუმს შეადგენს ცხრა მსაჯული თერთმეტიდან. უნდა დაინიშნოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარედ. კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სულ ცოტა ექვსმა წევრმა მისცა დადებითი ხმა იმ პირობით, რომ თითოეულ წევრს გააჩნია ერთი, მაგრამ თუ საჭიროა უფრო მეტი ხმა ფარული კენჭისყრაში. ასეთი წესით არჩეულმა თავმჯდომარემ, უნდა დაიკავოს თავმჯდომარის თანამდებობა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში ყოფნის მთელ დარჩენილ პერიოდზე. ნაფიც მსაჯულთა კრებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განიხილებოდეს, საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიზნებისათვის განკუთვნილი ინტელსატის ადმინისტრაციული დანახარჯების სახით.
(d) თუ მოხდა ისე, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრი და მისი თანაშემწეც ვერ შეძლებს თავისი ფუნქციების შესრულებას, შეთანხმების მონაწილეთა ასამებლეამ უნდა შეავსოს ვაკანსიები ამ მუხლის (a) პარაგრაფით განასაზღვრული სიიდან. თუ ამ შემთხვევის შემდეგ ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეამ ვერ შეავსო ვაკანსიები, ისინი უნდა იყოს შევსებული მმართველთა საბჭოს მიერ ამ მუხლის (a) პარაგრაფით განსაზღვრული სიიდან არჩევით, ამასთან თითოეულ მმართველს გააჩნია ერთი ხმა. ის პიროვნება, რომელიც იქნება არჩეული იმ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრის ან მისი თანაშემწის მაგივრად, რომლის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯერ არ არის გასული, იკავებს თანამდებობას მისი წინამოადგილის დარჩენილი ვადით. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანსია უნდა შეივსოს თვით მსაჯულთა მიერ ერთ-ერთი წევრის დანიშვნით იმ პროცედურის შესაბამისად, რომელსაც ითვალისწინებს ამ მუხლის (c) პარაგრაფი.
(e) ამ მუხლის (b) და (d) პარაგრაფების თანახმად ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრთა და მათი თანაშემწეთა არჩევისას, შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეამ უნდა ეცადოს, რომ უზრუნველყოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ისეთი შერჩევა, რომ მათი გეოგრაფიული წარმომადგენლობა და ასევე იურიდიული სისტემები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, კარგად ასახავს შეთანხმების მონაწილეებს.
(f) ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ნებისმიერი წევრი ან მისი თანაშემწე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას საარბიტრაჟო პროცესში, მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ, უნდა გააგრძელოს თავისი ფუნქციების შესრულება, საარბიტრაჟო, პროცესის დასრულებამდე.
(g) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან და ამ მუხლის (b) და (d) პარაგრაფების თანახმად ნაფიც მსაჯულთა და მათ თანაშემწეთა პირველი შემადგენლობის ფორმირებამდე წარმოშობილი ნებისმიერი დავა, იმ მოდავეთა შორის, რომლებიც მითითებულია ამ დანართის 1 მუხლში, მაშინ ამ დავის გადასაჭრელად ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობად უნდა გახდეს ის შემადგენლობა, რომლის ფორმირება გაკეთდა 1965 წლის 4 ივნისით დათარიღებული არბიტრაჟის შესახებ დამატებითი შეთანხმების მე-3 მუხლის (b) პარაგრაფის შესაბამისად. ამ შეთანხმების XVIII მუხლის, საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლის და დანართის მიზნებისათვის, ნაფიც მსაჯულთა ზემოაღნიშნულმა შემადგენლობამ უნდა იმოქმედოს ამ დანართის დებულებების შესაბამისად
მუხლი 3. (a) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის პირველი და ყველა მომდევნო რიგითი კრების დაწყებამდე, არაუგვიანეს ვიდრე, სამოცი დღით ადრე, თითოეულ შეთანხმების მონაწილეს შეუძლია წარადგინოს აღმასრულებელ ორგანოში ორი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 98. გენერალურმა მდივანმა ამ უფლებამოსილებით მონაწილეობა უნდა მიიღოს გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოს, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს და სამეურვეო საბჭოს ყველა შეხვედრაში და უნდა შეასრულოს სხვა ისე
- მუხლი 115. სასამართლოსა და მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის ფინანსური სახსრები
- მუხლი 97. სამდივნო შედგება გენერალური მდივნისგან და ისეთი პერსონალისაგან, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ორგანიზაციისთვის. გენერალური მდივანი უნდა დაინიშნოს გენერალური ასამბლეის მიერ, უშიშროების საბჭოს რეკომენდ
- მუხლი 16. ანგარიში გენერალური ასამბლეის მიმართ
- მუხლი 16. ანგარიში გენერალური ასამბლეის მიმართ
- მუხლი 17. 1. გენერალურმა ასამბლეამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ორგანიზაციის ბიუჯეტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. ინტელსატიდან გასვლა
- მუხლი 22. ცვლილებები
- მუხლი 23. ძალაში შესვლა
- მუხლი 24. დეპოზიტარი
- მუხლი 1. ამ შეთანხემბის XVIII მუხლის და საექპლუატაციო ხელშეკრულეის მე-20 მუხლის და დანართის დებულებები ეხება მხოლოდ ისეთ მოდავეებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ დანართის შესაბამისად ორგანიზებულ საარბიტრაჟო პროცესე
- მუხლი 2. ამ დანართის დებულებების შესაბამისად ორგანიზებული, სამ წევრისაგან შემდგარი, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ნებისმიერ იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც განსჯადია ამ შეთან
- მუხლი 4. (a) ნებისმიერი მოსარჩელე, რომელიც მოითხოვს იურიდიული დავის გადაჭრას არბიტრაჟის გზით, უნდა უზრუნველყოს ყველა მოპასუხისათვის და აღმასრულებელი ორგანოსათვის დოკუმენტები, სადაც შევა:
- მუხლი 5. (a) მოპასუხის მიერ ამ დანართის მე-4 მუხლის (a) პარაგრაფით განმარტებული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ სამოცი დღის განმავლობაში, მოპასუხე მხარეებმა უნდა დანიშნონ პიროვნება, არბიტრაჟის წევრის ფუნქც
- მუხლი 6. (a) თუ ვაკანსია შეიქმნა საარბიტრაჟო სასამართლოში იმის გამო, რომ სასამართლოს პრეზიდენტმა ან დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს მოდავეთა კონტროლის ქვეშიდან გამოსვლა, ან სასამართლოს პროცესის არასწორის წაყვა
- მუხლი 7. (a) საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სხდომების ჩატარების ვადებისა და ადგილის შესახებ
- მუხლი 8. თუ ერთმა მხარემ ვერ წარმოადგინა თავისი ვერსია, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სასამართლოსაგან გადაწყვეტილების გამოტანა თავის სასარგებლოდ. სასამართლო, სანამ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 3. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-3-2/