თითოეული მონაწილე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ორგანოებს და საჯარო მოხელეებს ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბების მიზნით, წინამდებარე კონვენციის მიზნების შესაბამისად.