ნებისმიერი მონაწილის მოთხოვნით, თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, გონივრულ ვადაში შეამოწმებს იმ სამგზავრო დოკუმენტაციის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთების კანონიერებას და ნამდვილობას, რომლებიც გაცემულია ან ივარაუდება რომ გაცემულ იქნა მისი სახელით და რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ადამიანებით ვაჭრობის მიზნით.