1. ეს ოქმი მოიცავს ჯანმრთელობის სფეროში წარმოებული კვლევითი საქმიანობის სრულ სპექტრს, რომელიც გულისხმობს ადამიანზე ჩარევას.
2. ეს ოქმი არ ეხება ემბრიონზე in vitro ჩატარებულ კვლევას. ის ეხება კვლევას ნაყოფზე და in vivo კვლევას ემბრიონზე.
3. ამ ოქმის მიზნებისთვის, ტერმინი „ჩარევა” მოიცავს:
i. ფიზიკურ ჩარევას, და
ii. ნებისმიერ სხვა ჩარევას, თუ ის რაიმე რისკს უქმნის მოცემული პირის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმი ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2005.
გამოქვეყნება: გაურკვეველი, -, 14/09/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება