1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:
ა. ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
ბ. კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
ც. კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯან-ყების ან ამბოხების ჩასახშობა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
მუხლი 2. სიცოცხლის უფლება
კარი I — უფლებანი და თავისუფლებანი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1366-2019
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილოების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ სასამართლომ კენჭისყრის საფუძველზე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის (1950 წლის 4 ნოემბრის,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“), მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას განმცხადებლების შვილის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების თვალსაზრისით, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 38-ე მუხლი.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა
- მუხლი 5. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
- მუხლი 6. საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
- მუხლი 7. არავითარი სასჯელი კანონის გარეშე
- მუხლი 8. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება
- მუხლი 9. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
- მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება
- მუხლი 11. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
- მუხლი 13. სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება
- მუხლი 14. დისკრიმინაციის აკრძალვა
- მუხლი 15. კონვენციიდან გადახვევა საგანგებო მდგომარეობის დროს
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, მუხლი 2. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208370/muxli-2/