1. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. თელავისა და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ინკურაბელური პაციენტები;
ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;
გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 9. დამატებითი პირობები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 170211, 17/02/2011.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-2-18/