მუხლი 4 მხარეები, საჭიროებისამებრ, განიხილავენ მოვლენების განვითარებას საქართველოში, განსაკუთრებით რაც შეეხება იქაურ ეკონომიკურ ვითარებას და საბაზრო ურთიერთობებზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ამ პირობების გათვალისწინებით თანამშრომლობის საბჭომ შეიძლება მხარეებს გაუწიოს რეკომენდაციები შეთანხმების ნებისმიერი ნაწილის შემდგომი განვითარების შესახებ.🔗