1. მხარეთა თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ხარისხის სფეროში საერთაშორისოდ შეთანხმებულ კრიტერიუმებთან, პრინციპებთან და დირექტივებთან დაახლოებას. საჭირო მოქმედებები ხელს შეუწყობენ პროგრესს, მიმართულს ორმხრივი აღიარებისაკენ შესაბამისობის შეფასების სფეროში, აგრეთვე ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
2. ამ მიზნით მხარეები ითანამშრომლებენ ტექნიკური დახმარების პროექტების შემუშავებაში, რაც:
● ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებულ საქონელსა და მომსახურებაე სპეციალიზირებული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შესაბამის თანამშრომლობას;
● ხელს შეუწყობს გაერთიანების ტექნიკური რეგულაციებისა და ევროპული სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების გამოყენებას;
● იძლევა ხარისხის ადმინისტრირების სფეროშიგამოცდილებისა და ტექნიკური ინფორმაციის გაზიარების საშუალებას
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 51. თანამშრომლობა სტანდარტებისა და შესაბამისობის სფეროში
კარი 6 — ეკონომიკური თანამშრომლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 44. 1. 43-ე მუხლიდან გამომდინარე, გაერთიანება საქართველოს უზრუნველყოფს ტექნიკური დახმარებით კონკურენციის სფეროში კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და განხორციელებისათვის, განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით:
- მუხლი 45. 1. გაერთიანება და საქართველო დაამყარებენ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკური რეფორმებისა და აღორძინების პროცესს და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. ას
- მუხლი 46. თანამშრომლობა საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში
- მუხლი 47. სამრეწველო თანამშრომლობა
- მუხლი 48. მშენებლობა
- მუხლი 49. ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა
- მუხლი 52. სამთო მრეწველობა და ნედლეული
- მუხლი 53. თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში
- მუხლი 54. განათლება და სტაჟირება
- მუხლი 55. სოფლის მეურნეობა და აგროსამრეწველო სექტორი
- მუხლი 56. ენერგეტიკა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ..
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 51. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-51/