ამ თანამშრომლობას ექნება ტექნიკური დახმარების პროგრამების ფორმა, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას, inter alia, შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შექმნაში და მათ შემდგომ განხორციელებაში; სასამართლოს ფუნქციონირებაში; სამართლის საკიტხებში სახელმწიფოს როლისა და საარჩევნო სისტემის ფუნქციონირებაში. ეს სფერო საჭიროებისამებრ მოიცავს სტაჟირებას. მხარები ხელს შეუწყობენ თავიანთ ეროვნულ, ადგილობრივ და სასამართლო ხელისუფლებებს, პარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონტაქტებსა და გაცვლას.