მუხლი 80 არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ გაერთიანების ტექნიკური დახმარების განხორციელებას იმ დახმარებასთან მჭიდრო კოორდინაციით, რომელიც მიღებულია სხვა წყაროებიდან, მაგალითად, წევრი სახელმწიფოებიდან, სხვა სახელმწიფოებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კერძოდ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან.🔗