1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დაადგინოს ან ნება დართოს დაადგინონ სხვა საავიაციო საშუალებათა მიერ აეროპორტებით სარგებლობისათვის სამართლიანი და გონივრული მოსაკრებლები იმ პირობით, რომ ეს მოსაკრებლები არ აღემატება მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმხორციელებელი სხვა ავიასაწარმოთა გადასახდელ მოსაკრებლებს.
2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს კონსულტაციების გამართვას მოსაკრებლების ამკრებ თავის კომპეტენტურ ორგანოებს და მომსახურებითა და საშუალებებით მოსარგებლე დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის და სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია, ავიასაწარმოთა წარმომადგენელ ორგანიზაციათა მეშვეობით. წინასწარი შეტყობინება მოსარგებლეებს უნდა გაეგზავნოთ მოსაკრებლების გამოყენებაში ცვლილებების შესახებ ნებისმიერი წინადადების თაობაზე, რათა მათ თავიანთი აზრი გამოთქვან მანამ, სანამ ეს ცვლილებები განხორციელდება.
3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას თავის საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებთან მიმართებაში, რომლებიც ახორციელებენ ამგვარ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას, საბაჟო, საირიგაციო, საკარანტინო და მსგავსი წესების გამოყენებაში ან აეროპორტების, ავიამარშრუტების, ავიაგადაზიდვების მომსახურების საშუალებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებაში
მუხლი 14. სააეროპორტო და სხვა მოსაკრებლები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 15. სააეროპორტო
- მუხლი 112. სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების პუნქტის სახელმძღვანელო
- მუხლი 126. სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკის დანიშნულება
- მუხლი 50. ინფორმაცია სააერონავიგაციო ინფორმაციის სამსახურის ორგანოებისათვის
- მუხლი 129. სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
- მუხლი 33. სახმელეთო ვიზუალური სიგნალები (სიგნალები სააეროდრომო მოძრაობისათვის)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 9. სერტიფიკატებისა და მოწმობების აღიარება
- მუხლი 10. საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება
- მუხლი 11. კომერციული საქმიანობა და შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 12. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები
- მუხლი 13. განრიგის დამტკიცება
- მუხლი 15. ინფორმაციითა და სტატისტიკით უზრუნველყოფა
- მუხლი 16. პირდაპირი ტრანზიტი
- მუხლი 17. კონსულტაციები და ცვლილებები
- მუხლი 18. უთანხმოებათა მოწესრიგება
- მუხლი 20. მოქმედების შეწყვეტა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 14. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215714/muxli-14/