2. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო დარწმუნდება, რომ ამას გარემოება მოითხოვს, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე იმყოფება, განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს ამ პიროვნების სასამართლოსთვის გადაცემა ან ექსტრადიცია.
3. ნებისმიერი პირს, ვის მიმართაც განხორციელდება მე-2 პარაგრაფში ნახსენები ზომები, ყფლება აქვს:
a) დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს იმ ქვეყნის უახლოეს წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც არის ან რომელიც უფლებამოსილია რამენაირად დაიცვას მისი უფლებები, ან თუ ეს პირი მოქალაქეობის არმქონე ადამიანია, იმ სახელმწიფოს, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
b) შეხვდეს თავისი ქვეყნის წარმომადგენელს;
c) მიიღოს ინფორმაცია ამ მუხლის a) და b) ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
4. მე-3 პუნქტში ნახსენები უფლებების რეალიზაცია უნდა მოხდეს იმ სახელმწიფოს კანონებისა და ნორმების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე იმყოფება, იმ პირობით რომ აღნიშნული კანონები და ნორმები საშვალებას იძლევიან სრულად განხორციელდეს მიზნები, რასაც ემსახურება მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებები.
5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები უფლებას უტოვებს კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იურისდიქციის მიმართ მე-7 მუხლის, 1-ლი პუნქტის b) ქვეპუნქტის ან მე-2 პუნქტის b) ქვეპუნქტის თანახმად, მოიწვიოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც დაუკავშირდება და მოინახულებს სავარაუდო დამნაშავეს.
6. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო წინამდებარე მუხლის თანახმად აპატიმრებს გარკვეულ პირს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს უშუალოდ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც დაადგინეს იურისდიქცია მე-7 მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტების მიხედვით და თუ ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს ამ პირის პატიმრობაში ყოფნის ფაქტის და იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც ამ პიროვნების დაკავებას დაედო საფუძვლად, სახელმწიფომ, რომლებიც აწარმოებს გამოძიებას, როგორც 1-ლ პუნქტშია ჩამოყალიბებული, სასწრაფოდ უნდა შეატყობინოს მოკვლეული ფაქტების შესახებ კონვენციას მონაწილე სახელმწიფოებს და მიუთითოს, აპირებს თუ არა საკუთარი იურისდიქციის განხორციელებას
საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ · რედაქცია 10.01.2000
მუხლი 9. 1. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ინფორმაციას, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი შეიძლება მის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ეს სახელმწიფო მიიღებს სათანადო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. 1. დარწმუნდება რა, რომ ამას მოითხოვს გარემოება, წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად აპატიმრებს მას ან იღებს სხვა ზომებს,
- მუხლი 7. 1. მიიღებს რა ინფორმაციას, რომ პირი, რომელმაც ჩაიდინა ან სავარაუდოდ ჩადენილი აქვს მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, იმყოფება მის ტერიტორიაზე, წევრი-სახელმწიფო ღებულობს თავისი შიდა კანონმდებლობის
- მუხლი 3. წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული ჩადენილია ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, სავარაუდოდ დამნაშავე და დაზარალებულები არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, სავარაუდო დამნაშავ
- მუხლი 11. 1. მე-7 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები უნდა მიჩნეულ იქნეს ექსტრადირებულ სამართალდარღვევებად ნებისმიერ შეთანხმებაში დამნაშავეთა გადაცემის შესახებ, რომელიც დადებულია წევრ-სახელმწიფოებს შორის
- მუხლი 10. 1. წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე, იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება მე-6 მუხლი, თუ იგი არ ახდენს მის გადაცემას, ვალდებულია ყოველგვარი გამონაკლისის
- მუხლი 8. 1. წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება მე-6 მუხლი, თუ ის არ აპირებს ამ პირის გადაცემას, ვალდებულია ნებისმიერი გამონაკლისისა და იმის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ეს კონვენცია არ ითვალისწინებს შემთხვევას, როცა დანაშაული ერთ სახელმწიფოშია ჩადენილი, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი ამ სახელწიფოს მოქალაქეა და იმყოფება მის ტერიტორიაზე და სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ გაა
- მუხლი 4. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო განახორციელებს საჭირო ღონისძიებებს, რათა;
- მუხლი 5. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, განახორციელებს ღონისძიებებს, რათა თავის ტერიტორიაზე განლაგებულ იურიდიულ პირებს, ან ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძ
- მუხლი 6. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, მიიღებს ზომებს შიდა კანონმდებლობის დონეზე, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციის ფარგლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის აქტებს არც
- მუხლი 7. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, მიიღებს ზომებს, რათა განახორციელოს თავისი იურისდიქცია მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულობებზე, როცა
- მუხლი 8. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელწიფო, საკუთარი კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად, მიიღებს სათანადო ზომებს, რათა შესაძლო კონფისკაციის მიზნით გამოამჟღავნოს, მიაკვლიოს, გაყინოს ან ყადაღა დაადოს
- მუხლი 10. 1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუკი არ ახდენს ასეთი პირის ექსტრადიციას, ვალდებულია გამონაკლისის გარეშე, ი
- მუხლი 11. 1. მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობანი მიიჩნევა ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებაში შესატან დანაშაულებად, რომელიც წინამდებარე კონვეციის ძალაში შესვლამდე დაიდო კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის. კო
- მუხლი 12. 1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა დიდი დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს სისხლისსამართრებლივ გამოძიებაში, ან ექსტრადიციის პროცედურებაში მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულობებთან მიმართებაში, რაც გუ
- მუხლი 13. ექსტრადიციის ან ერთმანეთისათვის იურიდიული დახმარების გაწევის მიზნებისათვის მე-2 მუხლში ჩამოყალობებული არს ერთი დანაშაული არ უნდა იყოს განხილული როგორც ფინანსური დანაშაული. შესაბამისად, კონვენციის მონა
- მუხლი 14. ექსტრადიციის ან ერთმანეთისათვის იურიდიული დახმარების გაწევის მიზნებისათვის მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული არც ერთი დანაშაული არ განიხილება როგორც პოლიტიკური ან ისეთი დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია პოლი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2000. გამოქვეყნება: გაურკვეველი, -, 23/05/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“, მუხლი 9, 10.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000538 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1216754/muxli-9/