თავი II — საკონსულო დაწესებულების გახსნა, საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნა და საკონსულო ფუნქციების შესრულება
1. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები შეასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხელისუფლების მოთხოვნებს მესამე თავში მოცემული დებულებების გათვალისწინებით.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გასცენ საკონსულო თანამდებობის პირებსა და საკონსულოს მოსამსახურეებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, მათი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის
საკონსულო კონვენცია, კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2002.
გამოქვეყნება: გაურკვეველი, -, 20/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება