1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით
.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ”გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 110224011, 02/03/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება