„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.016251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 240211, 24/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№ 93

2011 წლის 23თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII1 თავი:

„თავი XIII1

საქართველოს მთავრობის წევრისა და მისი მოადგილის სამსახურებრივი მივლინება

    მუხლი 681

1. საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებისა), მისი მოადგილე სამსახურებრივი მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წინასწარ წერილობითი ფორმით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. აღნიშნული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინასწარი თანხმობით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე საქართვე ლოს მთავრობის კანცელარიაში მიმართვა წარდგენილ უნდა იქ ნეს პირის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებამდე.

3. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია სამსახურებრივი მივლინების მიზნის, ხანგრძლივობისა და დელეგაციის შემად გენლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.“.

  მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ . გილაური