(1) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მნიშვნელოვან ჯარიმას, საბოლოო და სავალდებულო იქნება თითოეული ხელშემკვრელი მხარისათვის და უზრუნველყოფს ჯარიმისგან განთავისუფლების შემდეგ ფორმებს:

ა) დეკლარაციას იმის შესახებ, რომ ხელშემკვრელმა მხარემ ვერ შეასრულა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ბ) ფულად კომპენსაციას, რასაც ემატება პროცენტი, ზარალის ან ზიანის მიყენების დღიდან გადახდის დღემდე;

გ) ზარალის ანაზღაურებას ნატურით შესაბამის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ხელშემკვრელ მხარეს სანაცვლოდ შეუძლია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, თუ ზარალის ანაზღაურება არ არის შესაძლებელი;

დ) ჯარიმისაგან განთავისუფლების სხვა ნებისმიერ ფორმას, დავის მონაწილე მხარეების შეთანხმებით.

(2) თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ზომები ამ მუხლის თანახმად მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედებისა და დაუყოვნებლივი განხორციელებისათვის.