საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს განახორციელოს
შემდეგი მოქმედებანი:
1.1.ნებისმიერი მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეადგინოს
აქტები და დოკუმენტები მათი წარმდგენ სახელმწიფოსა და მის საზღვრებს გარეთ გამოყენებისათვის;
1.2. გადათარგმნოს ოფიციალური აქტები და დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენაზე და დაადასტუროს, რომ ეს თარგმანი შეესაბამება ორიგინალს;
1.3. შეასრულოს ნებისმიერი სხვა სანოტარო ფუნქცია დავალებული წარმდგენი სახელმწიფოს მიერ;
1.4. ლეგალიზება გაუკეთოს ოფიციალურ დოკუმენტებს, ამ დოკუმენტების ასლებს, ამონაწერებსა და თარგმანებს;
1.5. დაადასტუროს დოკუმენტებზე წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმოწერების და ბეჭდების სინამდვილე;
2. საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ შედგენილ, ლეგალიზებულ ან დამოწმებულ დოკუმენტებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და ნორმებს, ექნებათ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც დოკუმენტებს შედგენილს, ლეგალიზებულს ან დამოწმებულს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 12. ლეგალიზაცია და დადასტურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინება დანიშვნის, ჩამოსვლისა და გამგზავრების თაობაზე
- მუხლი 7. ,,Persona non grata” - დ ან მიუღებლად გამოცხადებული პირები
- მუხლი 8. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები
- მუხლი 9. ზოგადი დებულებები
- მუხლი 10. მოქალაქეობასთან და მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკისრებული ფუნქციები
- მუხლი 11. პასპორტებთან და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები
- მუხლი 13. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების და მონახულების შესახებ
- მუხლი 14. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა
- მუხლი 15. მეურვეობა და მზრუნველობა
- მუხლი 16. შეტყობინება გარდაცვალების შესახებ
- მუხლი 17. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფუნქციები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 12. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-12/