1. საკონსულო თანამდებობის პირები ვალდებულნი არ არიან მისცენ მოწმის ჩვენება.
2. საკონსულო მოსამსახურე და საკონსულოს მომსახურე პერსონალის მუშაკები შეიძლება გამოძახებულ იქნან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებისას მოწმის ჩვენების მისაცემად. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მათ არ შეუძლიათ უარი განაცხადონ მოწმის ჩვენების მიცემაზე.
3. საკონსულოს მოსამსახურე და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება მათ სამსახურებრივ ფუნქიცებთან დაკავშირებულ საკითხებზე ან წარმოადგინონ მათ ფუნქციებთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია ან დოკუმენტები. მათ უფლება აქვთ მისცენ მოწმის ჩვენება როგორც წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის ექსპერტებმა, თუ არსებობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა, თუმცა მათ უფლება აქვთ უარი თქვან მოწმის ჩვენების მიცემაზე როგორც ექსპერტებმა.
4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ, რომელთაც სჭირდებათ საკონსულო დაწესებულების რომელიმე მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის ჩვენება, არ უნდა შეუშალონ ხელი ამ პირს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ამ ხელისუფალთ შეუძლიათ მოისმინონ ეს ჩვენებები, როცა ეს შესაძლებელია, ამ პირის საცხოვრებელ ადგილას, საკონსულო დაწესებულების შენობაში ან მიიღონ წერილობითი ჩვენება
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 37. მოწმის ჩვენების მიცემის ვალდებულება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. საკონსულო კარ-მიდამოს იმუნიტეტი რეკვიზიციისაგან
- მუხლი 32. გადაადგილების თავისუფლება
- მუხლი 33. ურთიერთობის თავისუფლება
- მუხლი 34. საკონსულო ბაჟი და მოსაკრებელი
- მუხლი 35. საკონსულო თანამდებობის პირების ხელშეუხებლობა
- მუხლი 36. იმუნიტეტი იურისდიქციისადმი
- მუხლი 38. ვალდებულებებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 39. გათავისუფლება გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან
- მუხლი 40. საკონსულო მუშაკის გათავისუფლება გადასახადებისაგან
- მუხლი 41. გათავისუფლება საბაჟო კონტროლისა და ბაჟისაგან
- მუხლი 42. ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 37. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-37/