„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.016266
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110304023, 07/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. პრემიერ-მინისტრი მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაშრომელთა მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების წარმატებით შესრულებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის იღებს გადაწყვეტილებას მათ მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის გამოყენების თაობაზე. წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ კვარტალში ერთხელ. აღნიშნულის თაობაზე პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამო სცემს ბრძანებას.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური