პროგრამების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის განმახორციელებელთან, ან დადგენილების შესაბამისად, გამოთქვამს ვაუჩერულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს (შემდგომში – მიმწოდებელი).
თავი II
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების ზოგადი პირობე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310017001804008 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2018
…პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის N92 (15.93.2012) დადგენილების N18 დანართის პირველი მუხლის მიხედვით, პროგრამის მიზანია,,საქართველოს სამხედრო ძალების შევსება ჯანმრთელი კონტინგენტით და მე-3 მუხლის,,ბ“ პუნქტის მიხედვით, პროგრამა ითვალისწინებს სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებით სტაციონარულ გამოკვლევებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2012.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 110307077, 07/03/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება