1. დადგენილების დანართი №18-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება) და „ბ“ ქვეპუნქტით (ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება) გათვალისწინებული სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №18-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას) გათვალისწინებული ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-831-827(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
დაირღვა საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 თავის 28-ე და 33-ე მუხლების მოთხოვნები. შემოწმების აქტის თანახმად, 970 ვიზიტის შემთხვევაში დარღვეულია ის მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და…
- საქმე №330310015001010650 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.04.2018
დაირღვა საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 თავის 28-ე და 33-ე მუხლების მოთხოვნები. შემოწმების აქტის თანახმად, 970 ვიზიტის შემთხვევაში დარღვეულია ის მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და…
- საქმე №330310015001010650 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
დაირღვა საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 თავის 28-ე და 33-ე მუხლების მოთხოვნები. 970 ვიზიტის შემთხვევაში, დარღვეულია ის მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2012.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 110307077, 07/03/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება