საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. თბილისის დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№118
სარეგისტრაციო კოდი
430090000.10.003.016279
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110315017, 15/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №118

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის გათვალისწინებით:

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოდ – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრად.

2. შეიქმნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. თბილისის დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური