ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №110

1999 წლის 20 მარტი

 ქ. თბილისი

ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავ ალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების რეალობისა და შემოსავლების რეზერვების დადგენის, სახელმწიფო შემოსავლების სრული მობილიზაციის მიზნით:

1. შეიქმნას ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი

კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

თამაზ მაღლაკელიძე – საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ვლადიმერ პაპავა –       საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

მიხეილ ჩიკვილაძე – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

2. საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიამ:

ა) მიმდინარე წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების სრული ინვენტარიზაციის ორგანიზება;

ბ) მიმდინარე წლის 1 ივნისამდე განიხილოს ინვენტარიზაციის შედეგები და წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები დავალიანებების ლიკივიდაციის ღონისძიებათა შესახებ.

3. კომისიამ მოამზადოს წინადადებები გაკოტრების მექანიზის სრულყოფისა და უიმედო ვადაგადაცილებული დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.

4. კომისიამ რეგულარულად განიხილოს მსხვილ მენარჩენე საწარმოთა ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების დაყადაღებისა და დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიმდინარეობის საკითხები და მიიღოს ქმედითი ზომები დავალიანებების დაფარვის პროცედურების დასაჩქარებლად.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) მიმდინარე წლის 1 მაისამდე სამართლებრივი ნორმების დაცვით მოამზადოს კანონპროექტი უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.

ე. შევარდნაძე