„საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დროებითი დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის №524 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№275
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 75, 12/07/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №275

2001 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დროებითი დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის №524 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დროებითი დებულების ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სადისერტაციო ნაშრომის  ძირითადი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს დაცვამდე სამი თვით ადრე მაინც.

სადოქტორო დისერტაციის ავტორს საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ საერთაშორისო დონის სამამულო თუ უცხოურ სამეცნიერო პერიოდიკაში  გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომები“.

2. №7 დანართიდან – „დოკუმენტების ნუსხა, რომელიც წარედგინება სადისერტაციო საბჭოს დისერტანტის მიერ „ – ამოღებულ იქნეს მესამე პუნქტი.

ე. შევარდნაძე