საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის სატრანსპორტო-ეკონომიკური პოტენციალის განვითარების საკითხთა სამთავრობო კომისიის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №489

1999 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის სატრანსპორტო-ეკონომიკური პოტენციალის განვითარების საკითხთა სამთავრობო კომისიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის პერსპექტიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, მისი კომპლექსური სატრანსპორტო-ეკონომიკური და განსაკუთრებით საპორტო პოტენციალის სამომავლოდ ათვისების მიზნით დამტკიცდეს საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის სატრანსპორტო-ეკონომიკური პოტენციალის განვითარების საკითხთა სამთავრობო კომისიის თანდართული შემადგენლობა.

ე. შევარდნაძე

საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის სატრანსპორტო-ეკონომიკური პოტენციალის განვითარების საკითხთა სამ თ ავრობო კომისიის შემადგენლობა

ედუარდ შევარდნაძე –            საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე

მერაბ ადეიშვილი       –საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

კარლო გუჯაბიძე        – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

აკაკი დარჯანია –          ქ. ფოთის მერი

ალექსანდრე თავხელიძე        – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

რევაზ თოფურია –       „საქსახპროექტის“ დირექტორი

არჩილ კიკნაძე   – „საქზღვანაპირდაცვის“ გენერალური დირექტორი

დიმიტრი კოტეტიშვილი –     საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკური სამსახურის კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი, სამთავრობო კომისიის მდივანი

ვახტანგ ლომაძე –         საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე

როინ მეტრეველი         – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ბორის სარალიძე          – საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

კახა ქორიძე        – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსი

ომარ ქუცნაშვილი        – ტექნიკური უნივერსიტეტის „სტუპროექტის“ დირექტორი

გიორგი ცაგარელი – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის დირექტორი

დურსუნ ცინცაძე          – საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი ცინცქილაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

აკაკი ჩხაიძე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ალექსანდრე ჩხეიძე – ტრანსპორტის პრობლემათა ინსტიტუტის დირექტორი

მერაბ ჩხენკელი –         საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი

ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

გიორგი ჭანტურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი

რამაზ ხუროძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

ბონდო ჯიქია – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული.