„საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 ოქტომბრის №680 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№316
სარეგისტრაციო კოდი
010340000.05.002.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 25/07/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №316

2000 წელი 21 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 ოქტომბრის №680 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 ოქტომბრის №680 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 თავის მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 6.8. და 6.9. პუნქტები;

ბ) მე-5 თავის მე-7 და მე-8 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საპარლამენტო მდივნის მოადგილე“, ხოლო მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 მუხლი:

     „მუხლი 71

საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის აზრის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მოადგილე ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას მისი არყოფნის შემთხვევაში, აგრეთვე ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებებს“.

ე. შევარდნაძე