ნაწილი I
თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, არბიტრტაჟი უფლებამოსილია:
ა) გააგრძელოს ან შეამციროს ნებისმიერი ვადა, რომელიც გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით, ამ დებულებით ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით;
ბ) დაავალდებულოს ნებისმიერი მხარე წარმოადგინოს ექსპერტიზისათვის საჭირო ნივთი და დოკუმენტაცია, რომელიც ამ მხარის კონტროლის ქვეშ იმყოფება, აგრეთვე ყველა ის დოკუმენტი, რასაც კონკრეტული საქმის განხილვისას არბიტრაჟი საჭიროდ მიიჩნევს;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცების ან სხვა წესების გამოყენების თუ გამოუყენებლობის შესახებ, რომლებიც ეხება საქმისათვის ნებისმიერი დოკუმენტის დაშვებას, შემხებლობას და მნიშვნელობას, აგრეთვე ნებისმიერი ფაქტის, საკითხის და ექსპერტის აზრის შესახებ და განსაზღვროს მხარეთა შორის დოკუმენტების გაცვლის დრო და ფორმა;
დ) განსაზღვროს მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი კონტრაქტისა და საარბიტრაჟო შეთანხმების შესწორების პროცედურა, რომელიც აუცილებელია რაიმე შეცდომის გამოსასწორებლად, რომელსაც არბიტრაჟი მხარეთა საერთო ინტერესად მიიჩნევს, ოღონდ იმ ფარგლებში, რაც დაშვებულია ამ კონტრაქტისთვის ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებისათვის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ე) აუცილებლობის შემთხვევაში, მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, აგრეთვე შეაჩეროს საპროცესო ვადა.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება · რედაქცია 13.04.2011
მუხლი 18. არბიტრაჟის და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დამატებითი უფლებამოსილებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ვადები
- მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები
- მუხლი 14. მტკიცებულებები
- მუხლი 15. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 16. სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 20. საქმის წარმოების შეწყვეტა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე
- მუხლი 21. დასკვნითი დებულებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება, კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 110414001, 19/04/2011.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება“, მუხლი 18, №1/121, 13.04.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291658/muxli-18/