1. ეს კანონი არეგულირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 1998 წლის 17 ივლისის წესდების – რომის სტატუტის (შემდგომში – სტატუტი) საფუძველზე დაფუძნებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (შემდგომში – საერთაშორისო სასამართლო) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, განსაზღვრავს საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსა და საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისას სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფორმებს.
2. კანონში ტერმინები გამოყენებულია სტატუტით განსაზღვრული მნიშვნელობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.08.2003).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 20/08/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება