1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს იმ სამართლებრივი სიკეთისა და მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რასაც საფრთხე ემუქრება, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნის მიღებისთანავე, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ღონისძიებების გამოყენების შესახებ. ეს ღონისძიებები უქმდება, თუ საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამის თხოვნას არ წარადგენ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.08.2003).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 20/08/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება