1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, საქართველოში შეიძლება აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გასამართლებული პირი არის საქართველოს მოქალაქე ან/და მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრება.
2. საქართველოში საერთაშორისო სასამართლოს მიერ სასჯელის სახით დანიშნული ფულადი სახდელი შეიძლება აღსრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ აქვს, მაგრამ საქართველოში აქვს საკუთრება.
3. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება პენიტენციური კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2706 - სსმ I, №12,24.03.2010წ., მუხ.72
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5404 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4000 – ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4000
- 29.11.2019 კანონი №5404
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პირობები 1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, საქართველოში შეიძლება აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გასამართლებული პირი არის საქართველოს მოქალაქე ან/და მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრება. 2. საქართველოში საერთაშორისო სასამართლოს მიერ სასჯელის სახით დანიშნული ფულადი სახდელი შეიძლება აღსრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ აქვს, მაგრამ საქართველოში აქვს საკუთრება. 3. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება პატიმრობისპენიტენციური კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2706 - სსმ I, №12,24.03.2010წ., მუხ.72 საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი № 5404 – ვებგვერდი, 10.1 2.201 9 წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 20/08/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება