1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ფიქსირებულ ბაზას.
2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას
მუხლი 15. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 10. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 11. დივიდენდები
- მუხლი 12. პროცენტი
- მუხლი 13. როიალტი
- მუხლი 14. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 16. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 17. დირექტორთა ჰონორარები
- მუხლი 18. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 19. პენსიები
- მუხლი 20. საჯარო სამსახური
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 110613014, 17/06/2011.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 15, №0, 24.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372279/muxli-15/