1. ლიცეუმში, რომელშიც სწავლობს 500 კადეტზე მეტი, სამეურვეო საბჭოში აირჩევა 12 წევრი, ხოლო ლიცეუმში, რომელშიც სწავლობს 500 კადეტზე ნაკლები - 6 წევრი.
2. იმ ლიცეუმში, რომელშიც სწავლობს 500-ზე ნაკლები კადეტი და სწავლება ხორციელდება მხოლოდ 2 საფეხურზე, მშობელთა საფეხურების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აირჩევა 8 სამეურვეო საბჭოს წევრი.
3. 6-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლების არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი, ხოლო 12 წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას – უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი.
4. 6-წევრიან სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში საშუალო საფეხურზე გამარჯვებულად ჩაითვლება იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე მშობელი, ხოლო 12 წევრიანი სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში – ამავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე თანაბარი რაოდენობის მშობელი.
5. 8-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლებს შორის არჩეულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე 4 მასწავლებელი, ხოლო მშობლებს შორის – იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე – 4 მშობელი.
6. იმ ლიცეუმის სამეურვეო საბჭოში, სადაც არსებობს მხოლოდ 1 საფეხური, 6-წევრიან სამეურვეო საბჭოში აირჩევა 3, ხოლო 12 წევრიანში – 6 მშობელი.
7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით
მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
თავი III — კენჭისყრის დღე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
- მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
- მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
- მუხლი 26. ხმების დათვლა
- მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
- მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- მუხლი 30. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება
- მუხლი 31. საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები
- მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 33. საჩივრის ფორმა
- მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 110613020, 13/06/2011.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 29, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-29/