მუხლი 3🔗

წინამდებარე კონვენციით გადამზიდავი პასუხს აგებს როგორც საკუთარი მოქმედებისა და დაუდევრობისათვის, ასევე თავისი აგენტების, თანამშრომლების ან სხვა პირთა მოქმედების და დაუდევრობისათვის, ვისი მომსახურებითაც სარგებლობს გადამზიდავი გადაზიდვის განხორციელებისას, როდესაც ეს აგენტები, თანამშრომლები ან სხვა პირები მოქმედებენ მათთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში.