„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№264
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.016424
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110707012, 07/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №264

2011 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წეს ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის№173 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1092) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წეს ის“ (№2 დანართი):

1. მე‑3 მუხლის მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში.“.

2. მე‑5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი

არაგეგმური ინსპექტირების განხორციელებისათვის, ამ წესის მე-3 თავის შესაბამისად, სააგენტო საცალო ვაჭრობის პუნქტიდან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული დასკვნის, სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოს წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე ახორციელებს არაგეგმურ ინსპექტირებას.“.

3. №2.2 დანართის 7.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.2. არაგეგმური (მიუთითეთ ნიმუშის ლაბორატორიული დასკვნა)“.

4. №2.3 დანართის 7.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.2. არაგეგმური (მიუთითეთ ნიმუშის ლაბორატორიული დასკვნა)“.

მუხლი 2.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური