ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ცენტრალური ორგანოები ან სხვა სახელმწიფო სამსახურები არ მოითხოვენ რაიმე საფასურების გადახდას ამ კონვენციის მიხედვით შეტანილ განაცხადებთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ უფლება არა აქვთ, მოსთხოვონ განმცხადებელს თანხის გადახდა პროცესუალურ ქმედებათა საფასურებისა და ხარჯების ან, სადაც ეს გამოყენებადია, იურისკონსულტის ან იურიდიულ მრჩეველთა მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილი საფასურებისა და ხარჯების დასაფარავად. თუმცა, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ბავშვის დაბრუნების განხორციელებისას გაწეული ან გასაწევი ხარჯების დაფარვა.
თუმცა, ხელშემკვრელ სახელმწიფოს, დათქმის გაკეთებით 42–ე მუხლის თანახმად, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი ვალდებული არ არის საკუთარ თავზე აიღოს წინა პუნქტში მოხსენიებული ხარჯები, წარმოქმნილი იურისკონსულტის ან თიურიდიულ მრჩეველთა მონაწილეობის შედეგად, ან სასამრთლო პროცედურების შედეგად, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ეს ხარჯები შეიძლება დაფაროს იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების მისმა სისტემამ.
ბავშვის დაბრუნების თაობაზე განკარგულების, ან ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული ურთიერთობების უფლებებთან დაკავშირებული განკარგულების გაცემისას, სასამართლო ან ადმინსტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ, როდესაც ეს მიზანშეწონილია, უბრძანონ პირს, ვინც ბავშვი გადაადგილა ან დააკავა, ანდა ვინც ხელი შეუშალა ურთიერთობის უფლებათა განხორციელებას, დაფაროს აუცილებელი ხარჯები, გაღებული განმცხადებლის მიერ ან მისი სახელით, სამგზავრო ხარჯების ჩათვლით, ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად გაღებული ნებისმიერი ხარჯები ან გადახდილი თანხები, განმცხადებლის იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯები და ბავშვის დაბრუნების ხარჯები
ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ
მუხლი 26. ამ კონვენციის გამოყენებისას, თითოეულ ცენტრალური ორგანო თავად ეწევა საკუთარ ხარჯებს
თავი V — - ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომხმარებელთა მომსახურებას ეწევა მხოლოდ ის მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსაგან მიღებული აქვს აღნიშნული კავშირებით. მომხმარ
- მუხლი 20. 1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევა სამსახურის უფროსი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- მუხლი 4. სატელეგრაფო კავშირით მომხმარებლის მომსახურებას ეწევა მხოლოდ ის მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსაგან მიღებული აქვს აღნიშნული კავშირით მომხმარებლის მომსახურე
- მუხლი 20. 1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევა სამსახურის უფროსი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- მუხლი 4. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომხმარებლების მომსახურებას ეწევა მხოლოდ ის მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კავშირგამბულობისა და ფოსტის სამინისტროსგან მიღებული აქვს მომხმარებ
- მუხლი 14. მეურნე სუბიექტი, რომელიც ეწევა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას, ვალდებულია მომხმარებლებს უსასყიდლოდ მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურებათა ფორმებსა და სახეობებზე, მომსახურე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მეურვეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება აღიარებულია ან აღიარებას ექვემდებარება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოში, ვერ იქნება საფუძველი უარის თქმისთვის ბავშვის დაბრუნებაზე ამ კონვე
- მუხლი 20. მე–12 მუხლის დებულებათა მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი, თუკი ეს აკრძალულია თანახმად მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპებისა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირ
- მუხლი 21. განაცხადი ღონისძიებათა გატარების თაობაზე ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი გამოყენების ორგანიზებისთვის ან უზრუნველყოფისთვის შეიძლება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ცენტრალურ ორგანოებს წარედგინოს ისეთნაირადვე,
- მუხლი 22. ამ კონვენციის მოქმედების ფარგლებში შემვალი სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურების საფასურებისა და ხარჯების გადახდის უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი არ უნდა იქნეს არანაირი გარანტია, ფულადი სავალო ვალდებ
- მუხლი 24. ნებისმიერი განაცხადი, შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი, გაგზავნილი მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოსათვის, უნდა იყოს ორიგინალის ენაზე და მას თან უნდა ახლდეს თარგმანი მოთხოვნის მიმღები სახე
- მუხლი 25. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და პირებს, რომლებიც ჩვეულებრივ ამ სახელმწიფოთა ფარგლებში ცხოვრობენ, ამ კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკიტხებში აქვთ ნებისმიერ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფ
- მუხლი 27. როდესაც ცხადია, რომ ამ კონვენციის მოთხოვნები არ სრულდება, ან განაცხადი სხვა მხრივ კარგად არ არის დასაბუთებული, ცენტრალური ორგანო ვალდებული არ არის მიიღოს განაცხადი. ასეთ შემთხვევაში, ცენტრალური ორგანო
- მუხლი 28. ცენტრალურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს, რომ განაცხადს თან ახლდეს წერილობითი რწმუნებულება, რომელიც აღჭურავს მას უფლებამოსილებით, იმოქმედოს განმცხადებლის სახელით, ან დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც ამგვარ
- მუხლი 29. ეს კონვენცია ხელს არ უსლის ნებისმიერ პირს, დაწესებულებას ან ორგანოს, რომელიც აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მეურვეობის ან ურთიეთობის უფლებათა დარღვევას მე–3 და 21–ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, მიმრთოს
- მუხლი 30. ნებისმიერი განაცხადი, წარდგენილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოებისთვის ან უშუალოდ სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ამ კონვენციის პირობების თანახმად, მისთვის თანდართულ ან ცენტრ
- მუხლი 31. იმ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, რომელსაც ბავშვების მეურვეობის საკითხებში აქვს ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემა, გამოყენებადი სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში:
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, მუხლი 26. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398994/muxli-26/