კერძოდ, ისინი, უშუალოდ ან ნებისმიერი შუამავლის მეშვეობით, ყველა სათანადო ზომას ღებულობენ:
ა) რათა აღმოაჩინონ არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის ადგილსამყოფელი;
ბ) რათა არ დაუშვან შემდგომი ზიანის მიყენება ბავშვისთვის ან ვნების მიყენება დაინტერესებულ პირთათვის დროებითი ზომების მიღებით ან მიღებინებით;
გ) რათა უზრუნველყონ ბავშვის ნებაყოფლობით დაბრუნება, ან მიაღწიონ სადავო საკითხების მშვიდობიან მოგვარებას;
დ) რათა გაცვალონ, როდესაც ეს მიზანშეწონილია, ბავშვის სოციალურ ფონთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ე) რათა მიაწოდონ ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მათი სახელმწიფოს კანონმდბლობის თაობაზე კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ვ) რათა წამოიწყონ ან გაადვილონ სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურების აღძვრა ბავშვის დაბრუნების მიღწევის მიზნით და, სათნადო შემთხვევაში, გაატარონ ღონისძიებანი ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი გამოყენების ორგანიზებისთვის ან უზრუნველყოფისთვის;
ზ) რათა, როდესაც გარემოებები ამას მოითხოვს, უზრუნველყონ ან გაადგილონ იურიდიული დახმარებისა და კონსუტლაციის გაწევა, იურისკონსულტისა და იურიდიულ მრჩეველთა მონაწილეობის ჩათვლით:
თ) რათა გაატარონ იმგვარი ადმინისტრაციული ღონისძეიბანი, როგორიც აუცილებელი და მიზანშეწონილი შეიძლება იყოს ბავშვის უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად;
ი) რათა ინფრომირებული ჰყავდეთ ურთიერთი ამ კონვენცის მომქედების თაობაზე და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აღმოფხვრან მისი გამოყენების შემაფერხებელი ნებისმიერი დაბრკოლებანი.
ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ
მუხლი 7. ცენტრალური ორგანოები თანამშრომლობენ ურთიერთს შორის და ხელს უყწობენ თავიანთ სახელმწიფოებში არსებულ კომპეტენტურ ორგანოთა თანამშრომლბოას ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნვესაყოფად და ამ კონვენციის სხვა მ
თავი II — – ცენტრალური ორგანოები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წიანმდებარე კონვენციის მიზნებია:
- მუხლი 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა სათანადო ზომას იღებენ თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში ამ კონვენციის მიზნების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ისინი იყენებენ ხელთარსებულთაგან უსწრაფეს პროცედურებ
- მუხლი 3. ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზმიერად უნდა ჩაიტვალოს, როდესაც:
- მუხლი 4. კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16
- მუხლი 5. ამ კონვენციის მიზნებისათვის:
- მუხლი 6. ხელშემკვრელი სახელმწიფო ნიშნავს ცენტრალურ ორგანოს იმ მოვალეობათა შესასრულებლად, რომელთაც კონვენცია ამგვარ ორგანოებს აკისრებს
- მუხლი 8. ნებისმიერ პირს, დაწესებულებას ან სხვა ორგანოს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვი გადაადგილებული ან დაკავებული იქნა მეურვეობის უფლებათა დარღვევით, შეუძლია მიმართოს ან ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილ
- მუხლი 9. თუ ცენტრალურ ორგანოს, რომელიც მიიღებს მე–8 მუხლში მოხსენიებულ განაცხადს, საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ბავშვი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმყოფება, იგი უშუალოდ და დაუყოვნებლივ გადაუგზავნის განაც ხადს
- მუხლი 11. ხელშემკვრელ სახელმწფოთა სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები ოპერატიულად მოქმედებენ ბავშვების დასაბრუნებელი პროც ედურების განხორციელებისას
- მუხლი 12. როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
- მუხლი 13. მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხონვის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, დასესებულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398994/muxli-7/