1. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
2. მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის. სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვის, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და სხვა მომსახურების საფასური.
3. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს), მგზავრსა და რკინიგზას შორის დადებული ყველა სახის ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ან ათავისუფლებს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, ბათილი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1224-1244-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2012
…საფუძველი აქტში მითითებული არ არის. შემოწმების აქტში მითითებული საერთო ფორმის აქტებისა და სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროების მიხედვით, შპს «წ-ი-თ-ის» მიზეზით ვაგონების მოცდენა არ დასტურდება. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევისათვის.
- საქმე №ას-355-331-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2010
…თანხა ბიუჯეტში დღგ-ს სახით გადაიხადა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო გადაზიდვის ფასში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამჟამად მოსარჩელისაგან ამ თანხის დღგ-ს გადასახადის სახით მოთხოვნა დაუშვებელია. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს კანონმდებლობა არ დაურღვევია და გადაზიდვის ფასში დღგ-ს გაუთვალისწინებლობა მისი მიზეზით არ მომხდარა.
- საქმე №ას-910-1118-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2009
…მისთვის Mმიყენებული ზინისათვის, ისე რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის ასეთი შედეგის დადგომაში. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება თვით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობა ბრალის გარეშე. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმარტიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა.
- საქმე №ას-766-981-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2009
…შესაბამისი ანაზღაურების გარეშე გულისხმობს რკინიგზისათვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ რკინიგზა პასუხს აგებს მისთვის Mმიყენებული ზიანისათვის, ისე რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის ასეთი შედეგის დადგომაში. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმარტიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა.
- საქმე №330210015001033553 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
…მეტი მომსახურეობისას, ლოგიკურია, რომ ვაგონის დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან 24 საათზე მეტი მომსახურება ტვირთმიმღების მიერ უნდა ანაზღაურდეს, თუკი ამგვარი მომსახურების აუცილებლობა გამოწვეულია ტვირთმიმღების მიზეზით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლით მოწესრიგებულია მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება