1. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,2002 წლის 28 დეკემბერი.
№1911 –რს
დანართი
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემადგენელი კომპონენტების/დეტალების ჩამონათვალი
სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისგან/დეტალებისგან, რომლებიც არის მთავარი ლიანდაგის ნაწილი, მისასვლელი ლიანდაგის ჩათვლით, თუმცა იმ ლიანდაგის გამოკლებით, რომელიც მდებარეობს სარკინიგზო სარემონტო სახელოსნოში, დეპოში ან ლოკომოტივის ფარეხში, აგრეთვე კერძო მისასვლელ ლიანდაგზე ან განშტოებაში:
− მიწის ნაკვეთი;
− სარკინიგზო ლიანდაგი და მიწის ვაკისი, კერძოდ, ყრილები, ჭრილები, წყალსარინი არხები და ღარები, კლდოვანი თხრილები, წყალგამტარი მილები, დამჭერი კედლები, ფერდობების დამცავი ფილები და სხვა, სამგზავრო და სატვირთო ბაქნები (მათ შორის, სამგზავრო სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში განთავსებული); ლიანდები და ლიანდაგების გვერდულები, კედლების კონტრფორსები, მესრები, ღობეები; ხანძარსაწინააღმდეგო ზოლები; გათბობის პუნქტის აპარატურა; გადაკვეთები და სხვა; თოვლისგან დამცავი ფარები;
− საინჟინრო-ტექნიკური კონსტრუქციები: ხიდები, წყალგამტარები და სხვა გზაგამტარები, გვირაბები, დახურული ჭრილები და სხვა მიწისქვეშა გასასვლელები; დამჭერი კედლები, ზვავებისგან, ქვების ჩამოცვენისა და სხვა მოვლენებისგან დამცავი კონსტრუქციები;
− სარკინიგზო გადასასვლელები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების ჩათვლით;
− ლიანდაგის ზედა ნაშენი, კერძოდ: რელსები და კონტრრელსები; შპალები და ისრული გადამყვანების ძელები, სამაგრები, ბალასტი, ღორღისა და ქვიშის ჩათვლით; გადასასვლელები და სხვა; მოსაბრუნებელი მოწყობილობები (წრეები) და ტრავერსები (გარდა ექსკლუზიურად ლოკომოტივებისთვის განკუთვნილისა);
− მგზავრების მისასვლელად და ტვირთის მისატანად განკუთვნილი გზები, მათ შორის, საავტომობილო და საქვეითო გზები;
− გადასარბენებზე, სადგურებსა და მახარისხებელ სადგურებში (გორაკებზე) არსებული უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, მათ შორის, ვაგონშემაყოვნებლები, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობისთვის ელექტროდენის გამომმუშავებელი, გარდამქმნელი და გამანაწილებელი დანადგარები; ასეთი მოწყობილობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობები;
− მგზავრობისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის საჭირო სანათი მოწყობილობები;
− მატარებლების წევისთვის განკუთვნილი, ელექტროენერგიის გადამცემი და გარდამქმნელი დანადგარები/მოწყობილობები: ქვესადგურები, ქვესადგურებსა და საკონტაქტო სადენებს შორის არსებული მკვებავი კაბელები, საკონტაქტო ქსელი და საყრდენები;
− ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გამოყენებული შენობები, ტრანსპორტირების საფასურის გადასახდელი აპარატების ჩათვლი
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №2998
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. დასკვნითი დებულებები 1. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2002 წლის 28 დეკემბერი. №1911 –რს [დანართიდანართი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემადგენელი კომპონენტების/დეტალების ჩამონათვალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისგან/დეტალებისგან, რომლებიც არის მთავარი ლიანდაგის ნაწილი, მისასვლელი ლიანდაგის ჩათვლით, თუმცა იმ ლიანდაგის გამოკლებით, რომელიც მდებარეობს სარკინიგზო სარემონტო სახელოსნოში, დეპოში ან ლოკომოტივის ფარეხში, აგრეთვე კერძო მისასვლელ ლიანდაგზე ან განშტოებაში: − მიწის ნაკვეთი; − სარკინიგზო ლიანდაგი და მიწის ვაკისი, კერძოდ, ყრილები, ჭრილები, წყალსარინი არხები და ღარები, კლდოვანი თხრილები, წყალგამტარი მილები, დამჭერი კედლები, ფერდობების დამცავი ფილები და სხვა, სამგზავრო და სატვირთო ბაქნები (მათ შორის, სამგზავრო სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში განთავსებული); ლიანდები და ლიანდაგების გვერდულები, კედლების კონტრფორსები, მესრები, ღობეები; ხანძარსაწინააღმდეგო ზოლები; გათბობის პუნქტის აპარატურა; გადაკვეთები და სხვა; თოვლისგან დამცავი ფარები; − საინჟინრო-ტექნიკური კონსტრუქციები: ხიდები, წყალგამტარები და სხვა გზაგამტარები, გვირაბები, დახურული ჭრილები და სხვა მიწისქვეშა გასასვლელები; დამჭერი კედლები, ზვავებისგან, ქვების ჩამოცვენისა და სხვა მოვლენებისგან დამცავი კონსტრუქციები; − სარკინიგზო გადასასვლელები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების ჩათვლით; − ლიანდაგის ზედა ნაშენი, კერძოდ: რელსები და კონტრრელსები; შპალები და ისრული გადამყვანების ძელები, სამაგრები, ბალასტი, ღორღისა და ქვიშის ჩათვლით; გადასასვლელები და სხვა; მოსაბრუნებელი მოწყობილობები (წრეები) და ტრავერსები (გარდა ექსკლუზიურად ლოკომოტივებისთვის განკუთვნილისა); − მგზავრების მისასვლელად და ტვირთის მისატანად განკუთვნილი გზები, მათ შორის, საავტომობილო და საქვეითო გზები; − გადასარბენებზე, სადგურებსა და მახარისხებელ სადგურებში (გორაკებზე) არსებული უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, მათ შორის, ვაგონშემაყოვნებლები, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობისთვის ელექტროდენის გამომმუშავებელი, გარდამქმნელი და გამანაწილებელი დანადგარები; ასეთი მოწყობილობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობები; − მგზავრობისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის საჭირო სანათი მოწყობილობები; − მატარებლების წევისთვის განკუთვნილი, ელექტროენერგიის გადამცემი და გარდამქმნელი დანადგარები/მოწყობილობები: ქვესადგურები, ქვესადგურებსა და საკონტაქტო სადენებს შორის არსებული მკვებავი კაბელები, საკონტაქტო ქსელი და საყრდენები; − ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გამოყენებული შენობები, ტრანსპორტირების საფასურის გადასახდელი აპარატების ჩათვლით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]ჩათვლი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-282-611-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2008
თავის მხრივ არსებული სამოქალაქო გარიგება დაიდო 2002 წლის 28 ივნისს ანუ მაშინ როცა ჯერ კიდევ მოქმედებდა “საქართველოს სარკინიგზო კოდექსის” 65-ე მუხლით გაუქმებული “სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც არსებობდა ს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება