1. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია დავის განხილვის პროცესში მიიღოს შუალედური გადაწყვეტილებები სხვადასხვა საკითხებზე და სხვადასხვა დროს. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე. ამ გადაწყვეტილებებს აქვთ იგივე სამართლებრივი ძალა, როგორც საარბიტრაჟო სასამართლოს მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს და ძალაში შედიან მათი მიღების დღიდან.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მეშვეობით წერილობითი თხოვნით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, გასწორებულ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული ისეთი შეცდომები, როგორიცაა გაანგარიშებაში, ასევე ხელნაწერში და ბეჭდვისას დაშვებული და სხვა მსგავსი ტექნიკური ხასიათის შეცდომები. საარბიტრაჟო სასამართლო ვალდებულია, მხარის მომართვის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება, შეიტანოს თუ არა შესაბამისი შესწორებანი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შეცდომების გასწორებაზე საარბიტრაჟო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელს აწერენ საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები და მოწმდება სანოტარო წესით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმებისათვის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცდომების გასწორების შესახებ წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.
3. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ზემოაღნიშნული ტექნიკური ხასიათის შეცდომები.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მეშვეობით წერილობითი თხოვნით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, განმარტებულ და დაზუსტებულ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილი. საარბიტრაჟო სასამართლო ვალდებულია მომართვის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება განმარტების ან განმარტებაზე უარის შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტებას ხელს აწერენ საარბიტრაჟო სასამართლოს წევრები და მოწმდება სანოტარო წესით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმებისათვის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში საარბიტრაჟო სასამართლოს თავისი ინიციატივით, ან მხარეთა წერილობითი მომართვის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება საკითხებზე, რომელიც განხილული იყო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, მაგრამ არ აისახა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, კერძოდ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის დაკმაყოფილებასაც ითხოვდა მხარე, გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული;
ბ) უფლების საკითხის გადაწყვეტის მიუხედავად, გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) გადაწყვეტილებაში არ არის ჩამოყალიბებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის მხარეებს შორის განაწილების საკითხი.
დამატებითი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოს გამოაქვს საარბიტრაჟო სხდომაზე, რომლის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ მხარეებს. მხარეთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. დამატებითი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 24. გადაწყვეტილების განმარტება, შესწორება, შუალედური და დამატებითი გადაწყვეტილება
თავი VII — საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მთავარი მონაცემები
- ვადა 30 დღის განმავლობაში
- ვადა 10 დღის განმავლობაში
- ვადა 30 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 43. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება
- მუხლი 31. გადაწყვეტილებები რომლებიც გამომდინარეობს შუალედური და დამადასტურებელი გადაწყვეტილებების ერთობლივი მოქმედების შედეგად
- მუხლი 17. მსჯავრდებულის შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება
- მუხლი 83. უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების შესწორების დაუშვებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. საარბიტრაჟო სხდომა
- მუხლი 19. კომპეტენცია
- მუხლი 20. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
- მუხლი 21. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსი და ფორმა
- მუხლი 22. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
- მუხლი 23. მხარეთა მორიგება
- მუხლი 25. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა
- მუხლი 26. საარბიტრაჟო სხდომის ოქმი
- მუხლი 27. ზოგადი დებულებები
- მუხლი 28. საარბიტრაჟო მოსაკრებლის შემცირება ან/და გადავადება
- მუხლი 29. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება, კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 110909018, 14/09/2011.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 24, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-24/