„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№349
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016509
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110915020, 15/09/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №349

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილე ბ ის შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის მე‑5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული №4 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„7

ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მოსახლეობის ხე‑ტყით უზრუნველყოფისა)

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით), ლარობით

7.1

ერთი მონიშნული ხისთვის

 

20 ლარი“.

 

 

 

 

 

 

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                             ნ.  გილაური