2.
იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი ორგანო არაკომპეტენტურია მოთხოვნის შესრულებაში, მან მოთხოვნა უნდა გადაუგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს.
3.
მოთხოვნის შემსრულებელი ორგანო აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულების თარიღსა და ადგილს. შემკითხველი მხარის დაინტერესებულ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ, მეორე მხარის თანხმობით, დაესწრონ სამართლებრივი დახმარების განხორციელებას.
4.
მოთხოვნის შემსრულებელი მხარე სამართლებრივი დახმარების განხორციელების შემდეგ მასალებს უგზავნის მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ატყობინებს შესრულების ხელშემშლელ გარემოებათა შესახე