„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№396
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.016556
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111024022, 25/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №396

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში (სსმ, 15.04.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ნ. გილაური