საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№406
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016566
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111031037, 31/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №406
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტად 2012 წლის 1 იანვრიდან.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №274 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი 2012 წლის 1 იანვრიდან.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის  ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი.
4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
5. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/დირექტორის დანიშვნა;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის  ინსტიტუტის წესდების დამტკიცება.
6. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობის უფლებით გადასცეს შესაბამისი ქონება.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი                                                                                               ნ. გილაური