„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№414
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016574
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111108016, 08/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №414
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის  წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი1068) შეტანილ იქნეს ცვლილება  და  ამ  დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების 74 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაუშვებელია, ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც საშენი მასალების მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საშენი მასალების მოპოვების თაობაზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი                             ნ. გილაური