განისაზღვროს ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ასიგნებები 13000,0 ათასი ლარით:
ათას ლარებში
ორგანიზაციული კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2010 წლის ფაქტი
2011 წლის გეგმა
2012 წლის გეგმა
12 00
სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო
169,4
17 821,6
13 000,0
მომუშავეთა რიცხოვნობა
65,0
793,0
925,0
ხარჯები
169,4
17 821,6
12 920,0
შრომის ანაზღაურება
161,8
-
-
საქონელი და მომსახურება
7,7
-
-
სუბსიდიები
17 821,6
12 920,0
არაფინანსური აქტივები
-
-
80,0
მიზანი:
ქ. თბილისში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესება;
განსახორციელებელი ღონისძიებები:
– საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარება – სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ პირთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა;
– სამოქალაქო თავდაცვაზე უსაფრთხოების მოთხოვნათა კონტროლი და დარღვევების აღკვეთა;
– ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშოების ჩატარება;
– სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;
– სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე;
– სამსახურის ფუნქციონირებისათვის არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სამაშველო და სახანძრო ტექნიკის შეძენა;
– მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება;
– ქ. თბილისის ტერიტორიაზე მაწანწალა, უზედამხედველო ცხოველების (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის გაწევა;
– ქ. თბილისის საზღვრებში ქვეწარმავლების დაჭერის, დაუსახლებელ ადგილებში გაყვანის და გაშვების მომსახურება;
– სხვა ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი:
– მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
– სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების ლიკვიდაცია;
– მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
– მეხანძრეთა და მაშველთა გაუმჯობესებული სოციალური პირობები;
– განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
– მაწანწალა, უზედამხედველო ცხოველებისაგან და ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვა.
შეფასების კრიტერიუმი:
– სტიქიური მოვლენებისაგან დაცული მოსახლეობა და ქონება;
– საავარიო სამაშველო სამუშაოების დროული და ხარისხიანი წარმოება;
– საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობისა და დაზიანებული ქონების შემცირება;
– მაწანწალა, უზედამხედველო ცხოველებისაგან და ქვეწარმავლებისაგან დაცული მოსახლეობ